TaoNews.Ge

“შენი ინტერესების შელახვას არავის ვაპატიებ. შენ გყავარ მე და მე მყავხარ შენ”- ნეკა დოროყაშვილი შვილზე

ნეკა დოროყაშვილი შვილთან, ლუკას ბასილაშვილთან ერთად, დუბაიში იმყოფება, სადაც კარგ დროს ატარებს და სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს იქ გადაღებულ ვიდეოებს. ერთ-ერთი ვიდეოზე კი მოდელმა და დიზაინერმა გადაწყვიტა, ვრცლად დაეწერა იმის შესახებ, თუ როგორ იცავს საკუთარ შვილს და როგორ შეძლო მძიმე პერიოდის გადალახვა.

„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდილობა და სიმარტივეა. არც ერთ ქალს არ უნდა დააძალოს საზოგადოებამ, რომ მან პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს, ან ყოველდღიურად მეიქ აფი ატაროს. ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ის, ვინც ხარ. ძალიან ბევრი ლამაზი ქალია, რომელმაც ბედნიერება ვერ იპოვა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევისა და ბედნიერების მთავარი საიდუმლო არის ის, რომ უნდა იყო ზრდილობიანი, სამართლიანი, შემწყნარებელი, სხვათა დახმარების მოსურნე, უნდა იყო ორიენტირებული საკუთარ ღირებულებებზე, მუდამ იბრძოდე შენი საყვარელი ადამიანების ინტერესების დასაცავად და მუდამ გახსოვდეს, დარჩე ნამდვილი და სამართლიანი სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ. თუკი ჰარმონიას საკუთარ თავში არ იპოვი, სხვა ბედნიერს ვერ გაგხდის

ცხოვრება საინტერესო თავგადასავალია და მუდმივად გვასწავლის, რომ გავიზარდოთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიებად ვიქცეთ. არასდროს შეგეშინდეთ ცვლილებების, თუკი არ შეგიძლიათ იმით გარისკოთ, რაც უკვე გაქვთ, უკეთესს ვერასდროს მიაღწევთ. კარგმა ადამიანმა საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იფიქროს. საყვარელი ადამიანების გამო არ გაქვს დამუხრუჭების უფლება. შენ შეგიძლია შეუნდო, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რადგან ამქვეყნად ბევრი ბოროტებაა და არ უნდა მისცე მათ საშუალება, რომ ავნონ შენს საყვარელ ადამიანებს.

სასურველ და ლამაზ ქალად ყოფნა სილამაზეს არ უკავშირდება, არამედ პერსონალურ თვისებებსა და სამყაროს გაგების უნარს. გრძელვადიანი სირბილისას მხოლოდ კარგ ფორმაში ყოფნა საკმარისი არ არის. ბევრი რამ უნდა დაამატო ამას… მათ შეუძლიათ გავნონ, დაგჭრან, შეეცადონ შენს გათელვას, მაგრამ უნდა გამოჯანმრთელდე, მოირჩინო ჭრილობები, გახვიდე სცენაზე და ცხოვრებისგან სასურველი მიიღო. დიახ, მე ვიყავი დაჭრილი და ნატკენი, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან დაბადებას შევუწყვე ხელი.

ამ ბრძოლაში მთავარი ენერგია და მოტივაცია იყო და არის ჩემი პატარა ანგელოზი, ლუკასი, რომელიც ყველაზე მთავარი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ის მუდამ ზრუნავს ჩემზე და მიცავს. სწორედ ის არის ჩემი ცხოვრების ერთადერთი მნიშვნელოვანი აზრი. შენი ინტერესების შელახვას არავის ვაპატიებ. შენ გყავარ მე და მე მყავხარ შენ და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ…“- წერს დოროყაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნეკა დოროყაშვილისა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის დავა სასამართლო პროცესებზე ამჟამადაც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!