TaoNews.Ge

“შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება,  წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ვიქნები თქვენთან ერთად! რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის”

“შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ – ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში” – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნები მოპარულად მიაჩნია, პარლამენტში უნდა შევიდეს.

„შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ. ჩვენ იმ პარლამენტში უნდა შევიდეთ, რომელიც მოპარულად მიგვაჩნია და ეს ინსტრუმენტიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ასევე, დემოკრატიის ფარგლებში ყველა სხვა ბრძოლის ფორმა უნდა გამოვიყენოთ.

მეც, მიხეილ სააკაშვილიც ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, წინასწარ ვიქნები თქვენთან ერთად! რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის, ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები. ყველას ერთიანობისკენ მოგიწოდებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!