TaoNews.Ge

შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს – ირაკლი ღარიბაშვილი

შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა.

„შევხვდი მარინა კალიურანდს, საქართველოს ნამდვილ მეგობარს და აქტიურ მხარდამჭერს. განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა რიგ სფეროებში. შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტის მზარდი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!