TaoNews.Ge

“შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება”- პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს – კლიმენტი კეკუტიას მონასტრის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა.

„მას შემდეგ, რაც მე მონასტერი დავაარსე და დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები, ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა.

შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, ეკლესია უნდა გაიწმინდოს ანტიქრისტიანული აზროვნების მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისგან.

ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე დღეს დაპირისპირება მოჰყვა – სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მოითხოვდა, მას ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!