TaoNews.Ge

შეერთებულმა შტატებმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა 

შეერთებულმა შტატებმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რითაც სანქციების ახალი პაკეტი დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობისა და სამთავრობო სტურუქტურებზე მასშტაბური კიბერთავდასმის გამო.

სანქცირებულთა სიაში შედის 32 ფიზიკური და იურიდიულ პირი.

ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან გააძევეს რუსეთის დიპლომატიური სამსახურის 10 წარმომადგენელი, რომელთა ნაწილი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 30-დღიანი ვადა მიეცათ.

გარდა ამისა, დაწესდა შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც ამერიკული დაწესებულებები ვეღარ შეძლებენ რუსეთის ცენტრალური ბანკისგან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსგან და ეროვნული კეთილდღეობის ფონდისგან ობლიგაციების ყიდვას.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ფედერალურ სააგენტოებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხოციელდა. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის უკან რუსეთი იდგა.

ჰაკერებმა სამთავრობო უწყებებში შესაღწევად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია “სოლარუინდსი” (SolarWinds Corp) გამოიყენეს. ორგანიზაციებში შეჭრა ამ კომპანიის პროგრამულ განახლებასთან ერთად მოხდა.

ჰაკერები შეიჭრნენ ფედერალური, შტატის და ადგილობრივი მთავრობების, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის და სხვა კერძო სექტორის ორგანიზაციების კომპიუტერულ სისტემებში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!