TaoNews.Ge

“ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით” – საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

“ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით” – საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს უსაფრთხოების ელემენტარული წესები დაიცვან.

ყურადღებით! ვრცელდება ინფორმაცია თელ ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.
დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.
ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრხის ქვეშაა.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები”,-  ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!