TaoNews.Ge

“ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში ნანახი, ტყვეობაც, ციხეც, მაგრამ იქ რაც ვნახე, არასდროს დამავიწყდება”-  პრეზიდენტის ფოტოგრაფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გატარებულ დღეებზე

“ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში ნანახი, ტყვეობაც, ციხეც, მაგრამ იქ რაც ვნახე, არასდროს დამავიწყდება”-  პრეზიდენტის ფოტოგრაფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გატარებულ დღეებზე

“პირბადე, ვაქცინაცია… შემომხედეთ მე!.. გადარჩენილი ვარ. ამ ადამიანებმა მაჩუქეს სიცოცხლე!”- ამბობს ტლეკომპანია “იმედთან”  პრეზიდენტის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც  უკვე 1 თვეა კორონავირუსის გამო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ის ამბობს, რომ თითქმის გარდაცვლილი იყო და მიუხედავად ამისა, ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც შეძლეს.

„15 დღის წინ, შემიძლია ვთქვა, რომ მე უკვე ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი და გონზე ვერ მოვდიოდი. ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში ნანახი, ტყვეობაც, ციხეც, მაგრამ იქ რაც ვნახე, არასდროს დამავიწყდება. 35 წლის ბიჭი ექიმებსა და ექთნებს ეხვეწებოდა, მომკალითო.

2021-04-26ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით! – რა ინფორმაციას აჟღერებს ამირან გამყრელიძე

პირბადე, ვაქცინაცია… შემომხედეთ მე!.. გადარჩენილი ვარ. ამ ადამიანებმა მაჩუქეს სიცოცხლე! ჩემნაირი უამრავი ადამიანია, რომელმააც დატოვა კლინიკა და წავიდა. გაუფრთხილდით ამ ადამიანების შრომას. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა არის ერთი ღამე რეანიმაციულ განყოფილებაში მორიგეობა, როგორი სტრესია“, – ამბობს აბდალაძე .

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!