TaoNews.Ge

“ქართულმა ოცნებამ” დიდიხანია გვიღალატა. კობახიძეს რომ დატოვებ პოლიტიკურ მემკვიდრედ, ნარკოაგიტატორებს პარლამენტში რომ შეიტან, კლოუნ ვაშაძეს, ასევე, რომ დააწინაურებ, ნაცმოძრაობას დღედაღამ მთავარ ოპოზიციად რომ ნათლავ, ღალატია, აბა, სხვა რა სახელი ჰქვია ამას?!”-ირმა ინაშვილი

ყველანაირ ტყუილს საზღვარი აქვს! მაგრამ “ქართული ოცნებისთვის” ეს საზღვარი არ არსებობს-ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიულ კვლევებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
,,ყველანაირ ტყუილს საზღვარი აქვს! მაგრამ “ქართული ოცნებისთვის” ეს საზღვარი არ არსებობს. ჰგონიათ, რომ რაც მეტ ტყუილს იტყვიან, მით უფრო გაიმყარებენ ძალაუფლებას. არადა, პირიქით მოხდება! დღეს სრულიად სამარცხვინო პარტიული კვლევა გამოქვეყნეს. წინასწარ გვითხრეს, რასაც აპირებენ.
4 ივლისს ანუ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ აქციაზე, 40 გრადუსიან სიცხეში 8000 მხარდამჭერი მოვიდა. 11 ივლისს კი, 15 პარტიამ 3000 კაციც კი ვერ შეკრიბა. აღარაფერს ვამბობ, რომ 6 ივლისს და 17 ივლისს ხალხი საერთოდ არ ჰყავდათ.
“გირჩი” ღიად ამბობს და არ მალავს, რომ 3800 კაციც კი არა ჰყავთ საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად. მეტიც, “გირჩს” იმისი გააზრებაც არ ძალუძს, რომ სხვა პარტიას, მაგალითად, ჩვენს პარტიას 3800 კაციც გვყავს და ათჯერ 3800-იც. გაოცებული ვარ, ამ პირობებში 5% როგორ აქვს “გირჩს”?! ელისაშვილის პროცენტი კი, საერთოდ კომიკურია. ის 50 ნათესავსაც ვერსად ვერ გამოიყვანს, ამიტომაც ამბობს: საარჩვენო შეხვედრები არ გვექნება, ეპიდემიააო. დღეს (უფრო ვრცლად) არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კომისიის წევრების ადგილების გაყიდვის ცინიკური პროექტი “გირჩის” მხრიდან სახელმწიფო რესურსის, სახელმწიფო ფულის გაყიდვას ნიშნავს და ეს მარაზმი საარჩევნო კოდექსის რომელი მუხლითაა განსაზღვრული, იქნებ “ქართულმა ოცნებამ” გვიკარნახოთ, გეყოლებათ ვინმე დიდი იურისტ-კონსტიტუციონალისტი.
ამიტომ ვეუბნები “ქართულ ოცნებას”: ეს ტყუილი დაგღუპავთ თქვენ! 2% როგორ აქვს ჩვენს პარტიას?! მეცოდებით, თავს დაიღუპავთ. ისე დაგიბრმავათ ეშმაკმა გონება, რომ ვეღარ ხედავთ, უფსკრულში როგორ მიექანებით.
პარტიები საარჩევნო კამპანიას არ მართავენო,- რომ ამბობთ. ნულოვან პარტიებს 3-3% რომ დაუწერეთ და პარლამენტში შეიტანეთ, იმიტომ არ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ამომრჩეველი არ ჰყავთ ამ პარტიებს და რა კამპანია უნდა აწარმოონ?! და ყველა რომ მიხვდა, რა მატყუარებიც ხართ და თაობებს რომ ამ დაუსრულებელი ტყუილით აზროვნებას უზიანებთ, ამიტომაა, რომ ხალხმა ყველაფრის იმედი დაკარგა და გულგრილი გახდა. აღარ აინტერესებთ არც არჩევნები და არც თქვენი კამპანია.
მაგრამ “ქართული ოცნების” გაყინული გონება და გაქვავებული გული ამას ვერ აღიქვამს. ჯერ ვერ აღიქვამს, ყოველ შემთხვევაში. დაიღუპებით.”-განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!