TaoNews.Ge

“ღირსეულია მამა თეიმურაზის პოზიცია, თავმდაბლობასა და მიმტევებლობაში ჩანს მისი ეკლესიური ერთობისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება” – ანდრია ჯაღმაიძე

“ღირსეულია მამა თეიმურაზის პოზიცია, თავმდაბლობასა და მიმტევებლობაში ჩანს მისი ეკლესიური ერთობისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება” – ანდრია ჯაღმაიძე

რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება.

„ღირსეულია მამა თეიმურაზ თათარაშვილის პოზიცია. თავმდაბლობასა და მიმტევებლობაში
ჩანს მისი ეკლესიური ერთობისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება.
ზოგადად ადამიანებს ახასიათებს სისუსტე, ხოლო ქრისტიანული სიყვარული საეკლესიო ერთობის გარანტი უნდა იყოს.
პავლე მოციქული ბრძანებს: “ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი””, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ურბნელ მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა.

დეკანოზი თეიმურაზე დეტალებზე საუბარს ერიდება და აცხადებს, რომ ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემას თავად მოაგვარებენ ჟურნალისტების ჩარევის გარეშე.

„სასულიერო პირებს შორის პრობლემა თვითონ ეკლესიაში უნდა გადაწყდეს, თქვენ ჟურნალისტებს ეს არ გეხებათ“, – ამბობს დეკანოზი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!