TaoNews.Ge

“ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო”- ნინო ბურჯანაძე

“აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო. ამიტომ, არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა” – განაცხადა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, ნაწილი საქართველოში იბალახებს ამ ბოსტანში, ვისაც უნდა და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან თქვენი ქვეყანაც არის, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში, ჩემი წილი ქვეყანაც არის. აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო. ამიტომ, არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა, გინდა მტერმა მომიწონოს და გინდა მოყვარემ, გინდა მტერმა გამაკრიტიკოს, გინდა მოყვარემ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!