TaoNews.Ge

ქვეყანაში 10 404 მოზარდი განათლებას ვერ იღებს

ქვეყანაში 10 404 მოზარდი განათლებას ვერ იღებს

10 404 მოზარდი რომელიც განათლების გარეშეა დარჩენილი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ და გამოვლინდა, რომ ქვეყანაში, 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან მოსწავლეთა ბაზაში.

,,სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება ”- აცხადებენ სამინისტროში

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!