TaoNews.Ge

ქართული ენა და ლიტერატურა ბაქოს არცერთ სკოლაში არ ისწავლება, როდის გაიხსნება ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და ქართული კულტურის ცენტრი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში?!

ქართული ენა და ლიტერატურა ბაქოს არცერთ სკოლაში არ ისწავლება, როდის გაიხსნება ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და ქართული კულტურის ცენტრი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში?!

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

როგორც რექტორმა განაცხადა, მოხარულია რომ აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში ისტორიულ სკოლაში ხედავს და დასძინა, რომ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში იზრდება, მათ შორის, განათლებაშიც.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე მუშაობის გაგრძელების შესახებ.
შერვაშიძის თქმით, ის ბაქოში 2019 წლის 26 ნოემბერს BSU– ს 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, ამაყობს აზერბაიჯანის განვითარების ტემპით და მზად არის, ითანამშრომლოს აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ-ში აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის შექმნას და საქართველოში აზერბაიჯანულენოვან სკოლებში პერსონალის დეფიციტის აღმოფხვრის გზებს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა თსუ-ს რექტორს უდიდესი მნიშვნელობისა და მხარდაჭერისთვის“ – ნათქვამია რადიო „მარნეულის“ მიერ გუშინ, 22 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანის ელჩი გაეცნო თსუ-ს „ჰეიდარ ალიევის ცენტრში ჩატარებულ სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოებს. თსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში სარემონტო სამუშაოები შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში დასრულდება“.

საინტერესოა, ანალოგიურად როდის გაიხსნება ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და ქართული კულტურის ცენტრი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში?! მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველების გარდა ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს, ქართული ენა და ლიტერატურა ბაქოს არცერთ სკოლაში არ ისწავლება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – დღემდე არა მხოლოდ საინგილოში, არამედ ქვეყნის დედაქალაქ ბაქოშიც კი არ არსებობს არცერთი მოქმედი ქართული სათვისტომო ან რაიმე დიასპორული ორგანიოზაცია.”

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკლევარი, ჟურნალისტი

წყარო-http://hotnews.ge/index.php/en/africa/item/25652-fakultet-kultur?fbclid=IwAR0VIoiOsSuUYjyo7pz5hi7qkdjN5QX9dAb_bUn2ybnrH8s6iOHPrj0dlGA

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!