ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს. დიდი ალბათობით, სწორედ „კარფურის“ წინააღმდეგ დავას ეხება დღეს ჩანიშნული სპეციალური პრესკონფერენციაც, რომელსაც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია მართავს. როგორც მის მიერ გავრცელებულ მედიაანონსში ვკითხულობთ, ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები სასამართლო დავას საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ იწყებენ.

ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან
მსგავსი სიახლეები
No Content Available