TaoNews.Ge

ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

დღეს შვედეთის დედაქალაქ, სტოკჰოლმში ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება.

საქართველოს სახელით მოასპარეზე,17 წლის ალინა ურუშაძემ ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა.
ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 59.89 ქულა 32.36 ტექნიკური ელემენტებისთვის,+27.53 პროგრამული კომპონენტებისთვის მიიღო და საბოლოო ჯამში მე-18 შედეგი აჩვენა, ფინალში გასასვლელად კი 24 საუკეთესოში მოხვედრა იყო საჭირო.

ქალთა შეჯიბრის ფინალი 26 მარტს გაიმართება. ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ალინა ურუშაძის გარდა, საქართველოს წყვილთა თანრიგში, ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი წარადგენენ, მამაკაცების ერთეულთა თანრიგში კი მორის ყვითელაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!