TaoNews.Ge

“ქართველი კაცი თავისი მენტალობით ძალიან მძიმეა ჩემთვის” – ქეთი დოლიძის შვილი

“ქართველი კაცი თავისი მენტალობით ძალიან მძიმეა ჩემთვის” – ქეთი დოლიძის შვილი

მსახიობი თამრი ბზიავა რეჟისორ ქეთი დოლიძის ქალიშვილია, ანუ დიდი რეჟისორის, სიკო დოლიძის, შვილიშვილი. გოგონას ყველაზე ზღაპრულ ნივთად კინოკამერა მიაჩნდა და ოცნებობდა, კამერის თვალს კინოფირზე მისი თამაშიც აღებეჭდა და ასეც მოხდა.ეს მისტიკური დამოკიდებულება კინოსადმი მისთვის არ შეცვლილა.35 წელს გადაცილებული მსახიობი ,,სარკესთან” თავის პირადზეც საუბრობს:

-საქართველოში ეს ასაკი ქორწინებისთვის დაგვიანებულად ითვლება.მე ასე არ ვფიქრობ.ინბევრჯერ ვიდექი არჩევანის წინაშე, მიმეღო გადაწყვეტილება და შემექმნა ოჯახი, მაგრამ არ ვიყავი მზად. შეყვარებულიც ვიყავი, პირადი ურთიერთობებიც მქონდა, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე.ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ამდენს ვერ მოვასწრებდი. ახლა უკვე მზად ვარ ოჯახის შესაქმნელად.

–ვინ იქნება თქვენი რჩეული?

–ასე კონკრეტულად არ ვიცი. ერთს კი ვფიქრობ, ქართველი კაცი თავისი მენტალობით ძალიან მძიმეა ჩემთვის. თუ ქართველ კაცს ძირეულად ჩაუღრმავდები, წარსულში მას ბევრი საუკეთესო თვისება ჰქონდა, რომლებიც ძირძველი ევროპული თვისებები იყო. ახლა ევროპაში სწორედ ეს თვისებები ფასობს –ქალის პატივისცემა, ოჯახში დიასახლისის როლი, შვილების გაზრდა, კულინარიის ცოდნა და ამის დაფასება მამაკაცის მიერ.

სწორედ ეს თვისებები დაკარგეს ქართველმა მამკაცებმა, ყველაფერი გაუკუღმართდა. დროც ცუდია და სოციალური სიდუხჭირეც თავის როლს თამაშობს, ქალები უფრო ამტანები გამოდგნენ, გზა გაიკვალეს.

ჩემი რჩეულის პროფესიას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუნდაც კარტოფილის გამყიდველი იყოს, მთავარია, ჩვენ საერთო ინტერესები გვქონდეს, მას ვუყვარდე და აფასებდეს ჩემს პროფესიას. კაცში ნიჭიერება მხიბლავს და მერე უკვე სხვა თვისებებს ვუკვირდები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!