TaoNews.Ge

„ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მეზობლები არიან, ეს არის ჩვენი ბედი“ – პრემიერი ღარიბაშვილი

„ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მეზობლები არიან, ეს არის ჩვენი ბედი“ – პრემიერი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, ბაქოში კიდევ ერთხელ ყოფნა.

შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში მოიწვია.

„დიდი პატივია ბაქოში კიდევ ერთხელ შეხვედრა. კორონავირუსის ინფექციის გამო ჩვენ ვიზიტის გადადება მოგვიწია. მაგრამ მოხარული ვარ, რომ დღეს ბაქოში ვარ.

ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ეს საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. მინდა გავიმეორო ის, რაც მამათქვენმა ერთხელ თქვა თბილისში – ბედმა განსაზღვრა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მეზობლები არიან. ეს არის ჩვენი ბედი.

ჩვენ გვსურს განვაგრძოთ კიდევ უფრო მეტი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს და ძმობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბაქოში, ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწვიოთ თბილისში თქვენთვის მოსახერხებელ დროს!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!