TaoNews.Ge

“ქალები ერთმანეთის მხრებზე უნდა დავდგეთ, როგორც ხორუმში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი პლათფორმა და არანაირი ძალაუფლება” – ბაია პატარაია

“ქალები ერთმანეთის მხრებზე უნდა დავდგეთ, როგორც ხორუმში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი პლათფორმა და არანაირი ძალაუფლება” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ქალების ჯგუფში გულისტკივილით იკითხა ერთმა გოგომ, რატომ გვიჭირს ქალებს ერთმანეთის მხარდაჭერა და სოლიდარობაო. იქ მოკლედ დავწერე და აქ ოდნავ განვავრცობ:

ქალებს დაბადებიდანვე ასწავლიან, რომ ქალის კონკურენტი ქალია, რომ გოგოები გოგოებს უნდა შეეჯიბრონ.

ბიჭებს კი ასწავლიან, რომ ბიჭებმა ერთმანეთთან უნდა იმეგობრონ – დიდი საძმოს ყოლა აუცილებელია.

გოგოებს ასწავლიან, რომ ქალებში ნებისმიერი იერარქია ან წყობა კონკურენციაა და სხვა ქალი არ უნდა გაატარონ წინ.

ბიჭებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და მთავარი ერთობაა, როლებს კი სიტუაციისა და შესაძლებლოლბების მიხედვით გაინაწილებენ.

ქალებს ასწავლიან კაცისადმი მორჩილებას, ხოლო ქალისადმი ბუნტს.

ბიჭებს ასწავლიან, რომ ქალი არავინ არ არის, რომ ქალი და გოგო ყველა კაცზე დაბლაა იერარქიაში.

ქალებს ასწავლიან, რომ არა ქალის, არამედ კაცის კეთილგანწყობას სჭირდება მოპოვება. კაცებსაც ზუსტად იგივეს: კაცმაც უნდა ეძებოს კაცის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა!

სრულიად ლოგიკურია, რომ ქალები არ არიან ერთმანეთისადმი სოლიდარულები, რადგან ქალებს მხოლოდ კონკურენცია და უნდობლობა ასწავლეს სხვა ქალების მიმართ.

ქალებმა უნდა დავივიწყოთ, რაც გვასწავლეს და კრიტიკული აზროვნების შედეგად ახლიდან უნდა ვისწავლოთ, რომ ქალების ძალა ქალების ერთობაშია

ქალებმა უნდა გავაძლიეროთ ქალები!

უფრო მეტიც, ქალები ერთმანეთის მხრებზე უნდა დავდგეთ, როგორც ხორუმში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი პლათფორმა და არანაირი ძალაუფლება – ჩვენ უნდა გავხდეთ ერთმანეთის პლათფორმაც და ერთმანეთის ძალაუფლებაც.

და კიდევ უფრო მეტი, ერთმანეთის სოლიდარობა უნდა გადავზარდოთ პოლიტიკურ აქტივიზმში, შევქმნათ და გავერთიანდეთ ქალი პოლიტიკოსებისა და ქალთა პოლიტიკური პარტიების გარშემო და მოვიყვანოთ ქალები პოლიტიკაში – მხოლოდ ასე შევძლებთ სისტემის შეცვლას, მხოლოდ ასე!

და ჩვენი შექმნილი სუსტემა იქნება უკეთესი არა მხოლოდ ქალებისათვის, არამედ ყველასთვის: ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, უმცირესობებისთვის და რა თქმა უნდა, ეს სისტემა იქნება უკეთესი კაცებისათვის, რადგან პატრიარქატი კაცებისთვისაც ზურგზე შედგმული მძიმე ლოდია.”- წერს პატარაია

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!