TaoNews.Ge

“ქალბატონ ანიტას, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს” – წულუკიანის პასუხი რაჭველიშვილს

“ქალბატონ ანიტას, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს” – წულუკიანის პასუხი რაჭველიშვილს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ანიტა რაჭველიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მეცოსოპრანომ მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელში გააკეთა:

“ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან – უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც – შემაშფოთებელი. ესნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა – არა.” ამბობს თეა წულუკიანი “რადიო იმედის” ეთერში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!