TaoNews.Ge

ფიქრობ რომ ამით როგორც მამამ მაგალითი მივეცი შვილებს რომ გადარჩნენ და იცოცხლონ-კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური

ფიქრობ რომ ამით როგორც მამამ მაგალითი მივეცი შვილებს რომ გადარჩნენ და იცოცხლონ-კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური

,,მე მწყემსმთავარი ვარ და არა დესპოტი” – უნეტარესი ქრიზოსტომოსი
 კვიპროსის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის უნეტარეს ქრიზოსტომოს ΙΙ -ის და ჟურნალისტის დიალოგი
 ნაწყვეტი ინტერვიუდან:
ჟურნალისტი: რატომ აიცერით საჯაროდ?
უნეტ.ქრიზოსტომოსი: მე ვფიქრობ რომ ამით როგორც მამამ მაგალითი მივეცი შვილებს რომ გადარჩნენ და იცოცხლონ
ჟურნალისტი: თუმცა სინოდის ყველა წევრმა არ დაგიჯერეთ მაგალითად მორფუს მიტროპლიტმა
უნეტ. ქრიზოსტომოსი: მორფუს მიტროპლიტი ახლა კლინიკაშია კოვიდზე მკურნალობს, ვლოცულობ რომ გამოჯანმრთელდეს, რაც შეხება დანარჩენებს თუ მათ არ სურთ სიცოცხლე მე ვერ დავაძალებ, მე მწყემსმთავარი ვარ და არა დესპოტი რომ სინოდის წევრებს ყურები ავუწიო, უნდათ სიცოცხლე? უნდათ ემსახურონ მართლმადიდებელ ეკლესიას? მაშინ რას თამაშობენ?! რას გავს ეს?! რა ფანატიზმია ?!
ჟურნისტი: როგორ უყურებთ ვაქცინის როლს კოვიდთან ბრძოლაში?
უნეტ. ქრიზოსტომოსი: როგორ უნდა ვუყურო? ექიმი ხომ არ ვარ რომ რაიმე აზრი გამოვთქვა.. მე თეოლოგი ვარ სპეციალობით, ცხოვრების წესით მონაზონი და მღვდელმთავარი.. ექიმები ჩემთან როდესაც აღსარებაზე მოდიან და მე ვიღებ მათ სინანულს, ვეუბნები ხოლმე წაიკითხეთ ეფრემ ასურის სინანულის კანონი, ისინი არ მიწყებენ ჭკუის დარიგებას, უნეტარესო იცით რა, ასურის კანონი მშრალია ჯობს ანტონი დიდის დარიგებები წავიკითხოო… ასე არ იქცევიან და მე რით ვარ მათზე მეტი, რომ ვაქცინის შემადგენლობაზე ვედავო მათ? და ვუხსნა ვაქცინის შემადგენლობა და ასე შემდეგ, ეს ხომ არ იქნება ნორმალური?!
მე სიმსივნე მაქვს ხერხემალზე და რამდენიმე სახეობის ნემსს მიკეთებენ ექიმები და რა ვქნა ახლა, მათ გამოვესარჩლო და დავუწყო დავა წამლის შემადგენლობაზე? ეს ხომ არა სერიოზული იქნება?…
მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!