ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
2021 წლის სექტემბრისთვის (მაქსიმუმ ოქტომბრამდე) ფაიზერი მიიღებს ამერიკის წამლის სააგენტოს სრულ ავტორიზაციას.
ჩვენ რა?! არაფერი, უბრალოდ, ფასი გაიზრდება $19-დან $180-მდე.
ამერიკაში საკანონმდებლო დონეზე ფაიზერით ვაქცინაცია იქნება სავალდებულო.
ევროპის წამლის სააგენტო, სავარაუდოდ, ცოტათი დაგვიანებით იმავეს იზამს.
რა ვქნათ:
დროზე გავაფორმოთ დამატებითი კონტრაქტები ფაიზერთან ახლანდელ ფასში.
დავაკვირდეთ ისრაელს და გავაგრძელოთ ვაქცინაციის და ეპიდემიის მართვა ისე, როგორც ისრაელი აკეთებს.
ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ჭკუა დავატანოთ რამეს…