ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძის მიერ, ტრენდულად დასახელებული “ფაიზერის” ვაქცინა ამოიწურულია. 29 250 დოზა უკვე დაჯავშნილია, “ასტრაზენეკაზე” მოთხოვნა კი დღითიდღე მცირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, “ფაიზერის” ვაქცინის რეგისტრაციაზე ძალიან მაღალი იყო აქტიურობა.
,,14 აპრილის ჩათვლით გამოყოფილი ყველა ადგილი შეივსო, რაც ჯამში შეადგენს 10000-ზე მეტ დოზას. 14 აპრილის შემდეგ “ფაიზერზე” რეგისტრაცია კვლავაც გაგრძელდება იმ დარჩენილი დოზების მისაღებად, რომელიც ქვეყანაში არის”,– განაცხადა თამარ გაბუნიამ.