TaoNews.Ge

“უხერხულობას არ მიქმნის”- შალვა შავგულიძე უგულავას, გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე

“უხერხულობას არ მიქმნის”- შალვა შავგულიძე უგულავას, გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე

“თუ სააკაშვილის რეჟიმის დროს ირღვეოდა უფლებები და ვაპროტესტებდით, როცა ივანიშვილის დროს ირღვევა, ესეც უნდა გავაპროტესტოთ” – ამბობს შალვა შავგულიძე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გიგი უგულავას ინტერესებს იცავს.

კითხვაზე, რა არგუმენტით უჭერს ის მხარს გიგი უგულავას სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ, შავგულიძე აცხადებს, რომ კონვენციის მთელი რიგი მუხლებია დარღვეული და ერთ არგუმენტზე საუბარი რთული იქნება, ვინაიდან სარჩელი საკმაოდ ვრცელია.

უხერხულობას არ მიქმნის. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა სასამართლომ მოლაშვილის საქმეზე, გირგვლიანის შემთხვევაში აღარც იმსჯელა, რადგან იმდენად იყო დარღვეული, რომ სიცოცხლის ხელყოფის მუხლით დაიწყო. რადგან ერთ საქმეზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე შემთხვევაზე არ დაიწყოს სამართალწარმოება“, – აცხადებს შავგულიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!