TaoNews.Ge

“უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა!” – გიორგი ფხაკაძე

“უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა!” – გიორგი ფხაკაძე

“სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა ქვეყანაში! ყველა არის გაბოროტებული, სამედიცინო სფეროში საერთოდ გაბოროტებულია უმრავლესობა, განსაკუთრებით – მმართველობის გუნდში! მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! –  ამის თაობაზე, ვიდეო ჩართვით, ჯანდაცვის სფეროში ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა. მან საუბარი 27 წლის, გარდაცვლილ ექიმს მეგი ბაქრაძეს დაუკავშირა , რომელიც ვაქცინაციის შემდგომ კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში სისტემური პრობლემებია,  ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში.

” ყოფილი მინისტრები რომ ხართ, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები, თქვენ ხართ დამნაშავეები! – გაანადგურეთ ეს ქვეყანა! როცა იყავით სათავეში, რატომ არ გააკეთეთ, რაც იყო გასაკეთებელი?! უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა! „კარგი“ რეფორმა გააკეთეთ, გააგრძელეთ!.. ფულს აკეთებენ ბიჭები! გამოდიან და ამბობენ, ჯანდაცვის ექსპერტები ვართო, გადახედეთ ტელევიზიებს, ერთ ტელევიზიას თავისი ექსპერტი ჰყავს, მეორე ტელევიზიას – თავისი.”- ამბობს პროფესორი   ფხაკაძე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!