TaoNews.Ge

უცნობი მარადისობის დღეს აფუძნებს და ოპოზიციის წინააღმდეგ მდუმარე აქციებს გეგმავს

უცნობი მარადისობის დღეს აფუძნებს და ოპოზიციის წინააღმდეგ მდუმარე აქციებს გეგმავს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 9 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს.

უცნობი მარადისობის დღეს აფუძნებს და ოპოზიციის წინააღმდეგ მდუმარე აქციებს გეგმავს.

“გაუგებარია, რატომ უნდა გათავისუფლდეს დამნაშავე ვიღაცის თხოვნის გამო და რატომ უნდა ხდებოდეს რაღაცების დათმობა საზოგადოების ხარჯზე.

იქნება მდუმარე შეკრება. არ იქნება არანაირი მიკროფონი. არ იქნება სიტყვით გამომსვლელები. რვა წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ვხედავთ. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ჩვენ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით ყველას უნდა დავანახოთ, რომ სხვა მოცემულობაა. ხალხს საერთოდ არ უწევენ ანგარიშს! ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ, ხოლო ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული ქვეყანა. თუკი ამას ვერ დავანახებთ, პირადად მე, აბსოლუტურად გავქრები ტელესივრციდან და ხმას არ ამოვიღებ. მანქურთიზაციას შეგვყრიან და აღარ ვართ აღარანაირი სახელმწიფოს ღირსი, მით უმეტეს, სუვერენული სახელმწიფოს ღირსი” -აცხადებს გია გაჩეჩილაძე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!