TaoNews.Ge

უცნობი ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს და აქციას აანონსებს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გირაოთი გაათავისუფლოს. გაჩეჩილაძის მტკიცებით, ბრალდებულები პროვოკაციაზე სანაიამ წამოაგო და შემდეგ თავად დარეკა პოლიციაში.

როგორც “უცნობი” ამბობს, თუ პროკურატურა ბრალდებულებს არ გაათავისუფლებს, ის აქციებს გამართავს და მათი გათავისუფლება “მაინც მოუწევთ”.

“მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– ამბობს უცნობი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!