TaoNews.Ge

“უცნობი” და შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში უდგებიან

გია გაჩეჩილაძე [უცნობი] და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს “პოლიტმედიაპატიმრებს” უწოდებენ და სასამართლოზე თავდებში დადგომას გეგმავენ. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ და შაქარშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადეს.

შაქარაშვილის თქმით, თავდებში დადგომის შესახებ ელექტრონულ დოკუმენტს 3 დღის განმავლობაში 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მისი განცხადებით, ბრალდებულების ადვოკატები ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.

“ჩვენ იმედი გვავქს, რომ გათვალისწინებული იქნება სასამართლოსთან მისული საზოგადოების და დოკუმენტზე ხელმომწერი ათასობით ადამიანის პოზიცია. სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე კი ბიჭები გათავისუფლდებიან”, – განაცხადა შაქარაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!