მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 9 აპრილს აქციას აანონსებს. მისი თქმით, გაიმართება მდუმარე აქცია და დაფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე“. ჩვენი ინფორმაციით, უცნობის ორგანიზაციაში- ირაკლი გოგავა, სოსო მანჯავიძე, ხათუნა ხოფერია, შოთა გლურჯიძე და ლევან ლორთქოფანიძე ერთიანდება. საბოლოოდ კი დაგეგმილია აღნიშნული ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა.