TaoNews.Ge

“უნდა არსებობდეს მექანიზმი, მაჟორიტარმა დეპუტატმა შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ მოსახლეობის პრობლემები დროულად მოგვარდეს”- კახა კახიშვილი

“უნდა არსებობდეს მექანიზმი, მაჟორიტარმა დეპუტატმა შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ მოსახლეობის პრობლემები დროულად მოგვარდეს”- კახა კახიშვილი

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობის პრობლემებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი უნდა ჰქონდეთ.

კახიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე, რომლის შესახებაც ინიციატივით ის მიმდინარე წლის 30 მარტს გამოვიდა.

„რამდენიმე სესიის წინ გთხოვეთ, უმრავლესობის ფორმატში გვესაუბრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც მაჟორიტარებთან იქნება პირდაპირ კონტაქტზე, რათა საკითხები, რომლებიც მომდინარეობს მოსახლეობიდან შეხვედრების შედეგად, დროულად და ოპერატიულად ყოფილიყო გადაჭრილი. ფაქტობრივად, ჩვენ ერთი მხრივ, შევკვეცეთ მაჟორიტარების რაოდენობა. რამდენადაც ვიცი, ახლა აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებზეც ამის შეკვეცას. მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე უფრო მეტია, შესაბამისად, რაღაც მექანიზმი უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ მაჟორიტარმა შეძლოს და შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ უბრალოდ კითხვები არ იყოს მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!