TaoNews.Ge

სამხრეთ ისრაელში სირენების ხმაა – მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

ასევე გარდაცვლილები არიან შს მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, რომლებიც ვერტმფრენის ბორტზე მონასტირსკისთან ერთად იმყოფებოდნენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი კიევის ოლქში, ბროვარში ჩამოვარდა.

„ამ დროისთვის გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. მათგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. 22 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 10 ბავშვია“, – განაცხადა კლიმენკომ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!