TaoNews.Ge

უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიაროს

უკრაინის რადა გაერო-ს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა და პარლამენტებს მიმართავს, არ აღიარონ თვითგამოცხადებული რესპუბლიკები, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

უკრაინელმა დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, სადაც ისინი გმობენ რუსეთის ყოველგვარ მცდელობას, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

ასევე, უმაღლესი რადას წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაადასტურონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ხელშეუხებლობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმონ რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში ვითარების გაუარესებისკენ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!