TaoNews.Ge

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდა

„უკრაინამ ბელარუსზე თავდასხმა სცადა, თუმცა ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კარგად იმუშავეს“ – ლუკაშენკო

ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინამ ბელარუსზე საჰაერო იერიშის განხორციელება სცადა.

მისივე თქმით, უკრაინელთა სამიზნე ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტები იყო.

„ჩვენ პროვოცირებას ახდენენ და უნდა მოგახსენოთ, რომ სამი დღის წინ უკრაინის ტერიტორიიდან ცდილობდნენ დარტყმა მიეყენებინათ ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კარგად იმუშავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოვაგდეთ. რა იყო ეს? ეს არის ნაციონალიზმი? ეს ნამდვილი ფაშიზმია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერის ბრალდებებზე უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!