TaoNews.Ge

“ტყუილია, რომ მას “ოცნებამ” თბილისის მერობა შესთავაზა”-კალაძე პოლოლიკაშვილზე

“ტყუილია, რომ მას “ოცნებამ” თბილისის მერობა შესთავაზა”-კალაძე პოლოლიკაშვილზე

თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თამახმად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყოს.

,,მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, არამედ თქვენ ავრცელებთ, ოპოზიციური მედიასაშუალებები და სიცრუეს ტირაჟირებთ. არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი არჩევნები, როდესაც შვიდი თვით ადრე წარმოდგენილია კანდიდატი.

კანდიდატის ვინაობა ერთი თვით ადრე ცხადი იქნება და გაიგებთ ყველაფერს, მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან დაკავშირებით, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, ვინ იქნება ეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ “ტყუილია, რომ მას “ოცნებამ” თბილისის მერობა შესთავაზა”

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!