TaoNews.Ge

ტოჩინოშინმა წაგებების სერიის შემდეგ მოგება იზეიმა

ტოჩინოშინმა წაგებების სერიის შემდეგ მოგება იზეიმა

ახლა ტიოტაირიუსთან მოგების შემდეგ ტოჩინოშინმა ცოტათი გაიუმჯობესა საკუთარი ბალანსი – მას ოთხი გამარჯვება და შვიდი წაგება აქვს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე მეოთხე მოგება მოიპოვა და წაგებების სერია დაასრულა.

მე-11 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუ შებოჭა. ეს სპორტსმენების პირველი პირადი დაპირისპირება იყო.

ახლა ტიოტაირიუსთან მოგების შემდეგ ტოჩინოშინმა ცოტათი გაიუმჯობესა საკუთარი ბალანსი – მას ოთხი გამარჯვება და შვიდი წაგება აქვს. ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებისთვის ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი ოთხივე შერკინება უნდა მოიგოს.

ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე გახდება აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა – ტაკარაფუძი. სუმოისტები ერთმანეთს 21-ჯერ შეხვდნენ და ჯერჯერობით მცირე უპირატესობა ტოჩინოშინის მხარესაა – 12:9.

აღსანიშნავია, რომ ტაკარაფუძი ამჟამინდელი გაზაფხულის ბაშოს ერთპიროვნული ლიდერია. იაპონელ სუმოისტს ცხრა შეხვედრიდან ცხრა გამარჯვება და ორი წაგება აქვს.

ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!