TaoNews.Ge

სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა!  საქართველო გვჭირდება, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი – ევროპარლამენტის დეპუტატი 

სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა! საქართველო გვჭირდება, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი – ევროპარლამენტის დეპუტატი 

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ, ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

„ვიმედოვნებ, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს თავის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა. თუ თქვენ მართლაც გსურთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მაშინ დროა, შესაბამისად მოიქცეთ. ამაში იგულისხმება ის, რომ თავის ადგილზე იდგეს კანონის უზენაესობის პრინციპი და დემოკრატიზაციის პროცესი არ ფერხდებოდეს“, – აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი.

 

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!