TaoNews.Ge

სოფელ შემოქმედში 10-მდე საფლავი გაძარცვეს

სოფელ შემოქმედში 10-მდე საფლავი გაძარცვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 10-მდე საფლავი გაძარცვეს. ინფორმაციას Guria.tv-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევ გუშინ ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა.

უცნობმა პირებმა საფლავებზე ე.წ. დურალუმინის ღობეები და კარები მოხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258 – ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!