TaoNews.Ge

სომხეთი 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს

სომხეთი 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს.

არაბული კომპანია Masdar-ი სომხეთში, 174 მლნ$-ის ინვესტიციას განახორციელებს და 2025 წლის ბოლომდე, დაასრულებს აღნიშნულ პროექტს.

სომხეთის მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმების საფუძველზე, პროექტის 85% წილის მფლობელი იქნება არაბული კომპანია Masdar-ი, ხოლო 15%-ის სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდი. BOO ტიპის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი პროექტს განახორციელებს აშენების, ფლობისა და ოპერირების უფლებით.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!