TaoNews.Ge

ნიკოლ ფაშინიანი – აპრილში თანამდებობიდან  გადავდგები

სომხეთი მზადაა თურქეთთან საზღვრი წინაპირობების გარეშე გახსნას

სომხეთი თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადაა წინაპირობების გარეშე დაიწყოს საზღვრის გახსნა. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა აკოპ არშაკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, იუწყება TASS.

“ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. სომხეთი მზადაა გააღოს საზღვრები და დაიწყოს ურთიერთობების ნორმალიზაცია თურქეთთან წინაპირობების გარეშე. ეს გამომდინარეობს სომხეთისა და სომეხი ხალხის ინტერესებიდან”, – განაცხადა არშაკიანმა.

სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ 14 იანვარს მოსკოვში გაიმართა. თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!