TaoNews.Ge

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სომხეთს თურქეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სომხეთს თურქეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა სომხეთს თურქეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა. ეს განცხადება გააკეთა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში.
გრიგორიანმა მოუწოდა სომხეთს შეწყვიტოს თურქეთის მტრად მიჩნევა, როგორც ეს წერია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში და განაახლოს მასთან დიალოგი, რადგან ყარაბაღის ომის შემდეგ ამიერკავკასიაში პოლიტიკურმა ვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ამავე დროს, ის არ ამტკიცებს, რომ ანკარა სომხეთს არანაირად არ ემუქრება, მაგრამ, მისი სიტყვებით, ”რეგიონში პროცესები სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა”.
,,სატრანსპორტო განბლოკვა არამხოლოდ აზერბაიჯანთან  არამედ , უფრო ფართო რეგიონალურ დონეზე უნდა მოხდეს და ამის წინაპირობები არსებობს.
 მიუხედავად იმისა, რომ გრიგორიანი, ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების გადახედვას ითხოვს, ის ამჯობინებს, რომ ეს პროცესები ჩატარდეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთვალყურეობისა და დაცვის ქვეშ. იგი მიიჩნევს, რომ შეთანხმებული ხუთწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, რუსმა სამშვიდობოებმა არ უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღი.
 ძნელი სათქმელია, თუ რა მოხდება ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ ჩვენი ნაბიჯები მიზნად ისახავს მათ შენარჩუნებას ჩვენს დღის წესრიგში, რომ ისინი დიდხანს დარჩნენ.
– მიიჩნევს სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!