TaoNews.Ge

სომალიში ფეხბურთელებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს

სომალიში ფეხბურთელებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს

სომალის საპორტო ქალაქ კისმაიოში ააფეთქეს ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილია ხუთი სპორტსმენი.

არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12-ზე მეტი ადამიანი. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ეძებენ.

ჯერ უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ მიერ იყოს მოწყობილი.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!