TaoNews.Ge

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო – საპატრულო პოლიციის უფროსი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო – საპატრულო პოლიციის უფროსი

რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით სიტუაცია დაძაბული იყო, თუმცა საპატრულო პოლიციამ მისი განმუხტვა შეძლო.

“რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობისას რაც მოხდა, მოვლენები როგორ განვითარდა, თავადაც ნახეთ. სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, თუმცა საპატრულო პოლიციამ მისი განმუხტვა მოახერხა. დაკავებული არავინაა”,– განაცხადა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში  მორიგი საარჩევნო ყრილობა დასრულდა. ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!