TaoNews.Ge

 “სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს!- მეუფე სპირიდონმა თხუთმეტი პოლიტიკური პარტია შეაჩვენა

 სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა საქართველოში მოქმედი თხუთმეტი პოლიტიკური პარტია შეაჩვენა.
 მთავარეპისკოპოს სპირიდონის შეჩვენება აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმ მიზეზით დაიმსახურეს, რომ მათ ლგბტქ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
 მეუფე სპირიდონის მიერ შეჩვენებული პარტიებია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია”, “კანონი და სამართალი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო”, “რეფორმერი”, “მოძრაობა “დროა” 1″, “სამართლიანობისთვის”, “ერთიანი საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები”, “პროგრესი და თავისუფლება”, “გამარჯვებული საქართველო”.
 “სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს!”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!