TaoNews.Ge

პრემიერს წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნის საკეთილდღეოდ-ვარლამ ხათრიძის შთამბეჭდავი განცხადება

სირცხვილია, როცა სასულიერო იერარქი რეჟიმის შემქმნელ პირს, დიქტატორს ანგარების გამო ამართლებ-ვარლამ ხათრიძე

 შსს ყოფილი მაღალჩინოსანი და თეოლოგი ვარლამ ხათრიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
,,სირცხვილია, როცა სასულიერო იერარქი რეჟიმის შემქმნელ პირს, დიქტატორს ანგარების გამო ამართლებ. ამით შენ ამართლებ უსამართლობას,
არაადამიანურ მოპყრობას,
ამართლებ ცემას,
წამებას,
ტერორს,
ამართლებ მკვლელობას,
ამართლებ სისტემურ დანაშაულებებს…
შენ ბედავ და საკუთარი ინტერესის გამო ნატანჯი და დაჩაგრული პირის მაგიერ, ბოლომდე შეურაცხყოფილი პირის მაგიერ, მოკლული შვილის მშობლის მაგიერ “შეუნდობ” უნანელად და მეტიც კადრულობ დაიცვა მკვლელის პოზიცია. მერე ეს პოზიცია გაამართლო სხვადასხვა ხერხებით, თუნდაც უსუსური არგუმენტებით. მიმართო სხვადასხვა მანიპულაციებს მიზნის მისაღწევად…
სირცხვილია, როცა იერარქი მოიშველებ სახარებიდან ციტატებს ოღონდ შენეული ინტერპრეტაციით…
უბრალოდ სირცხვილია მოირგო სახარება…
როგორი სინდისის არმქონე უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი არ გიქმნიდეს უხერხულობას…
გასაგებია, როცა ამას მიშას პოლიტიკური გუნდი აკეთებს. დიახ გასაგები და არა მისაღები. მიშას დაცვა და გადარჩენა მათი პოლიტიკური გადარჩენის ტოლფასია და ამას ამიტომ აკეთებენ…
მაგრამ რა დავარქვათ, რით გავამართლოთ იერარქთა არასამართლებრივი, ალოგიკური და რეალურად ფსევდორელიგიური პოზიციები მიშას მიმართ…
დავუშვათ და გაქვთ თქვენი პიროვნული სიმპატიები მის მიმართ. ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ, საზოგადოება რატომ შეგყავთ შეცდომაში თქვენი მცდარი სახარებისეული ინტერპრეტაციებით, არასწორი კონტექსტებით — თითქოს და ქვა იმან ესროლოს ვინც უცოდველია, ასევე ცოდვილ ძმას უნდა შევუნდოთ თურმე. სწორედ მიშას შემთხვევაში სახარების სათქვენოდ მორგებას ჰქვია თვალთმქცობასთან ერთად უტიფრობა. თორე ეგ სახარებაში სხვაგვარად განიმარტება და წარმოდგენილი აზრის არსი მხოლოდ სინანულია. სად ნახეთ სინანული მიშასთან…
რატომ მკრეხელობთ სახარებისეული აზრის არასწორი განმარტებით და უადგილო ციტირებით. როგორ ავხსნათ თქვენი საქციელი, ასეთმა აღტკინებამ სანამდე დაგცათ. არ ვფიქრობ, რომ რასაც სჩადიხართ გაუაზრებლად აკეთებთ. ეს კი კიდევ უფრო ამძიმებს თქვენი მოქმედებით ჩადენილ შეცდომას.
ვერ გვატყუებთ და ვერც მოგვატყუებთ. სახარებას ჩვენც ვკითხულობთ და ეს სახარება ძალიან შორსაა იმისგან, რასაც თქვენ გვიღაღადებთ, იმისგან როგორც თქვენ იქცევით…
უხერხულობის განცდაც არ გაქვთ მაშინაც კი როცა ამბობთ, როგორც ერთი მოქალაქე ვაფიქსირებთ ჩვენს აზრსო. აქაც არ ხართ გულწრფელნი. როცა გინდათ ეპარქიის მწყემსმთავრობის პასუხისმგებლობა ერთი მოქალაქის პასუხისმგებლობამდე დაგყავთ და გინდათ დაგვაჯეროთ, რომ თითქოს ორი პირია თქვენში ერთი მოქალაქე, ერთიც მღვდელმთავარი და ეს უხერხულობას საერთოდ არ გიქმნით. კეთილი, ჩვენც უხერხულობას მოვიხსნით და აწი თქვენს მოქმედებებს სათანადოდ შევაფასებთ შკალაზე — ნულს ქვემოთ… დასანანია…”-წერს ხათრიძე.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!