TaoNews.Ge

სინოვაკით ორჯერ აცრილი მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გარდაიცვალა

სინოვაკით ორჯერ აცრილი მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გარდაიცვალა

,,სინოვაკით” ორჯერ აცრილი მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გარდაიცვალა.  კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრისას მწერალმა  28 ივნისს  საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დადო ფოტო  წარწერით ,,ასე გადავწყვიტე”.  სტატუსის ქვეშ კი კითხვაზე თუ რომელი აცრა გაიკეთა უპასუხა რომ სინოვაკით. რამდენიმე კვირის შემდეგ მან მეორე დოზაც გაიკეთა. 11 აგვისტოს კი ვაჟა შაქარაშვილმა კვლავ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი  სადაც ის იუწყებოდა რომ კორონავირუსი შეეყარა:  ,,მომიტევეთ, მეგობრებო! ❤ ომში ვარ, კოვიდთან! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!”

ვაჟა შაქარაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში – „ნიანგი“, „შავი დოსიე“, „ვერსია“, „სრულიად არასაიდუმლოდ“, „კრიმინალური ქრონიკა“, „ევრაზია-ექსპრესი“. არის 46 საავტორო წიგნის ავტორი.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

„მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!