TaoNews.Ge

სერგეი შოიგუ – აშშ-ის ბომბდამშენებმა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშეს

სერგეი შოიგუ – აშშ-ის ბომბდამშენებმა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაში ივარჯიშეს

რუსეთის სამხედრო ძალები ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს აშშ-ის საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობის ზრდას აფიქსირებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„ვხედავთ რუსეთის საზღვრებთან ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების მოქმედების მნიშვნელოვან გააქტიურებას. გასული თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან განხორციელდა 30-მდე გაფრენა, რაც 2.5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

აშშ-ის სტრატეგიული ძალების Global Thunder-ის წვრთნების დროს 10-მა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა რუსეთის წინააღმდეგ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ მიმართულებიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაში ფაქტობრივად ერთდროულად ივარჯიშა. ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან მინიმალური მანძილი იყო 20 კმ იყო,“- აღნიშნა შოიგუმ.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!