TaoNews.Ge

რუსეთი არასდროს შეუერთდება “დიდ შვიდეულის” ფორმატს – ლავროვი

სერგეი ლავროვი – “ნატოს პასუხზე გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა გადაიდგას მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშშ-სა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებზე წერილობითი პასუხები წარადგინეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდეგ ჩვენ მოვახსენებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ლავროვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინადადებებზე შეერთებული შტატების და ნატოს პასუხებს მოსკოვი ერთ პაკეტში შეისწავლის.

„ჩვენ ახლა განვიხილავთ პასუხს, რომელიც მივიღეთ ამერიკელებისგან და რომელიც, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავად განაცხადა, შეთანხმებული იყო უკრაინელებთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან. ამასთან, მივიღეთ პასუხი ნატოსგან, მისი გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან. ჩვენ განვიხილავთ ამ ორ დოკუმენტს ერთ პაკეტში, რადგან ეს არის რეაქცია ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტებზე, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში შევთავაზეთ,“- განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!