TaoNews.Ge

სერბეთი 25 ევროს სთავაზობს მოქალაქეებს, ვინც ვაქცინას გაიკეთებს

სერბეთი 25 ევროს სთავაზობს მოქალაქეებს, ვინც ვაქცინას გაიკეთებს

სერბეთის ხელისუფლების ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, 25 ევროს ეკვივალენტის სერბულ დინარს გადაუხდიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, ამ ინიციატივის მიზანია, მოქალაქეები გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის დააჯილდოვონ.

ინიციატივის თანახმად, 16 წელს ზემოთ მოქალაქმეები, რომელთაც უკვე მიიღეს ვაქცინის პირველი ან ორივე დოზა, ან 31 მაისამდე მინიმუმ ერთი დოზით მაინც აიცრებიან, ერთჯერ ფულად დახმარებას მიიღებენ 3 000 სერბული დინარის ოდენობით, რაც დაახლოებით 25 ევროა.

3 000 დინარი სერბეთში არსებული საშუალო ხელფასის თითქმის 5%-ია.

“ჩვენ განვიხილავდით, თუ როგორ უნდა დაგვეჯილდოვებინა ადამიანები, ვინც პასუხისმგებლობა გამოავლინეს და გადავწყვიტეთ დამატებითი ფინანსური დახმარება გადავცეთ ვაქცინირებულებს”, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბელგრადში.

პრეზიდენტი ვუჩიჩის განცხადებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც აცრილები არ იქნებიან და კორონავირუსით დაინფიცირდებიან, სახელმწიფო სამედიცინო ხარჯებს აღარ აუნაზღაურებს.

ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ მაისის ბოლოს სერბეთის მოსახლეობის 55% ვაქცინირებული იქნება.

ამ დროისთვის, 7-მილიონიანი სერბეთის მოსახლეობის 22%-ი უკვე აცრილია ვაქცინის ორივე დოზით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!