TaoNews.Ge

“საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად, ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია  შეკრებილი“-  ხაინდრავა ვახო სანაიას 

“საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად, ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია  შეკრებილი“-  ხაინდრავა ვახო სანაიას 

„სანაიამ ლევან და გია გაჩეჩილაძეებს აგინა, შესაბამისად, შეურაცხყოფის სივრცეში შეაბიჯა და ამის გამო საჯარო პასუხს მიიღებს ყველასგან, ვინც გაჩეჩილაძეების ოჯახს პატივს სცემს“ – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს და ჟურნალისტს ვახო სანაიას მიმართავს.

„ამ ნაბიჯით მან დატოვა ის სივრცე, სადაც ცივილიზებული ურთიერთობები არსებობს, გამოხატვის უფლების, თავისუფალი სივრცის და შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში. შეურაცხყოფის სივრცეს თავისი წესები აქვს, ამიტომ მან უნდა იცოდეს, ვინც ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო.

ამიტომ, ამის შემდეგ ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებულია. მან თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს.

უნდა მოერიდოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ამ ოჯახს პატივს სცემს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს და დიდ პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძის მშობლებს. საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად. ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია (ტვ ფორმულაში) შეკრებილი“, – თქვა გოგა ხაინდრავამ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!