TaoNews.Ge

სახალხო დამცველი ციხეში, ნიკა მელიასთან შევიდა- “მინდა მასთან საუბარი”

სახალხო დამცველი ციხეში, ნიკა მელიასთან შევიდა- “მინდა მასთან საუბარი”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რამდენიმე წუთის წინ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შევიდა.

“მინდა მასთან საუბარი. მაინტერესებს როგორ არის და დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ მე პირველ დღეს ვნახე ნიკა  ციხეში და მინდა რომ ამ ვითარებაში, როდესაც მისი გათავისუფლების გზებზე არის საუბარი, მინდა რომ ვესაუბრო.რა თქმა უნდა, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს (გათავისუფლების ფორმის), სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში, უბრალოდ მე მოვისმენ მის აზრს, მის მდგომარეობას შევაფასებ, როგორ არის მაინტერესებს და ვისაუბრებთ შექმნილ სიტუაციაზე” – განაცხადა ლომჯარიამ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!