TaoNews.Ge

საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს

საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს

ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას  მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში გაგარძელდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია.

“ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!