TaoNews.Ge

გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება – NDI

საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან $100 მილიონს სესხად აიღებს

აზიის განვითარების ბანკმა  (ADB) საქართველოს 100 მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა.

ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი, ევგენი ჟუკოვი:

“ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად”

საქართველო ADB-ის წევრი 2007 წლიდანაა და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია.  საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!